„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი, წალკისა და დმანისის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატებმა დეტალურად ისაუბრეს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.
„დღეს სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას წარვუდგინეთ ჩვენი პარტიის მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები. კაზრეთი ერთ-ერთი გამორჩეული დასახლებაა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ბოლნისის ეკონომიკური გულია. იმედი გვაქვს, რომ კაზრეთელები მხარდაჭერას გამოუცხადებებ ჩვენ კანდიდატებს“, - განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა