გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ძლიერად წვიმდა.
სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, სვანიძის ქუჩაზე ნალექების რაოდენობამ 23მმ შეადგინა, ბაგების ხევში -18მმ, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე-31მმ.
ამ საღამოს ზომიერი წვიმა შენარჩუნდება. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და წვიმის ინტენსივობა შესუსტდება.