თბილისში ძლიერ წვიმისგან გამოწვეულ ზიანს თბილისის მერი დავით ნარმანია ეხმაურება. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ვითარების დასტაბილურება.
“ამ წუთისთვის წვიმამ ოდნავ გადაიღო, შესაბამისად მდგომარეობა უფრო სტაბილურია, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არსად არ გვაქვს. ცალკეულ ტერიტორიებზე არის წყლის დონე მომატებული, თუმცა სანიაღვრე სისტემები შეძლებისდაგვარად ატარებს ამას. ყველაზე მთავარი დატბორვა არის უნივერსიტეტის ქუჩა, დილისისი მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილი, არის ასევე გუდამაყრის ქუჩა სადაც ჩამორეცხვა მოხდა. ეტაპობრივად ხდება წყლის გაწოვა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.