დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლებისა და სარდაფების დატბორვა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ზარები ძირითადად სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა.
ამჟამად წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.