23 სექტემბერს, 19.00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში ერიკ ბენეს კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრებიან.
ეს დაუვიწყარი საჩუქარი ბავშვებს საქართველოს ბანკის ბრენდმა SOLO-მ მოუმზადა.
სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს ბანკს, ჩვენ მუდამ ვგრძნობთ თქვენ გვერდში დგომას.
გვჯერა, რომ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვენს ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ. თქვენი მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ სოლიდარობის ფონდის ბავშვები ასევე დაესწრნენ Chris Botti-სა და Sting-ის LIVE კონცერტს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ეს საჩუქარი ბავშვებს მაშინაც საქართველოს ბანკმა და SOLO Lifestyle-მა მოუმზადეს.
თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 300 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. შემოგვიერთდით, რომ ერთად კიდევ უფრო მეტი შევძლოთ. სიკეთე გადამდებია...