რომში ესპანური კიბის რესტავრაცია დასრულდა. კიბის აღდგენა  შარშან ოქტომბერში დაიწყეს.  რესტავრაციისთვის მილიონნახევარი ევრო ცნობილმა ბრენდმა „ბულგარის სახლმა“ გაიღო. მე-18 საუკუნის კიბეს საფეხურების გაწმენდა გათანაბრება და ნაპრალების ამოვსება და განათების შეკეთება დასჭირდა. „ესპანური კიბე“ მარადიული ქალაქის და ფილმ „რომაული არდადეგების“ სავიზიტო ბარათია და მათთვისაც კი ნაცნობია, ვინც იტალიაში არასდროს ყოფილა.