ლევილის მამული საქართველოს უბრუნდება. შესაბამისი აქტი საფრანგეთში დღეს გაფორმდება. პროცესი 25 წელია, გრძელდება. აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მოაწერს, ფრანგული მხრიდან კი ხელმომწერები იქნებიან ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავსს და ევგენი გეგეჭკორის შთამომავლები. საზეიმო ცერემონიალს დღეს ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.