ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორს ირჩევენ. სამი კანდიდატიდან ერთს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევენ. საბჭოს კრება 10 საათზე დაიწყება. აკადემიური საბჭოს წევრები სამივე კანდიდატს პირადად შეხვდებიან. ხმის მიცემის პროცესი კი 2 საათზეა ჩანიშნული. რექტორის ასარჩევად მინიმუმ 19 ხმაა საჭირო. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ხმების დათვლის შემდეგ მედიაკონფერენცია ჩატარდება. აკადემიური საბჭოს სხდომა კი 5 საათზე განახლდება, სადაც საბჭოს დადგენილებით ახალ რექტორს დაამტკიცებენ.