"სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს" წევრებმა პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვეს. 2030News-ის ინფორმაციით, ხონის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ბურჭულაძესთან გაერთიანება მათთვის მიუღებელია.
,,გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ ბურჭულაძის პარტია. მიზეზი კი ისაა, რომ ის უკვე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება", - განაცხადა ლევან წვერავამ.
"სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო" ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ დააფუძნა.