“რა ბედნიერებაა, როდესაც იწყებენ შეხსენებას და არ მეშინია,რადგან არაფერი მითქვამს, არაფერი მიქნია ისეთი", - განაცხადა ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისივე თქმით, წარსულის შეხსენებისას მაინც იძაბება.
,,როგორც იწყენებ შეხსენებას, ვიძაბები, აბა რას იტყვიან, მაგრამ შიში არა მაქვს, სიამაყით ვიხსენებ ამ 4 წელიწადს. თუმცა 4 წელიწადი მე არ ვხელმძღვანელობდი, მაგრამ გუნდი, რომელიც დარჩა ამ სტანდარტებს იზიარებს. ის ეჭვები, რაც აქვთ ჩემზე, არაფორმალურ მმართველობაზე, აქვთ რაღაც საფუძველი. თუ სტანდარტებს გადაუხვევენ პირველი მტერი მე ვიქნები, ეს იციან შეიძლება გუნდშიც ძალიან ბევრს აშფოთებს და ხელები ექავება რაღაცეებზე, მაგრამ არაფორმალურ მმართველობაზე ამბობდნენ, რომ პასუხისმგებლობის მეშინია, ყველაფრით ვიამაყებდი რაც გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ. 4 წლის განმავლობაში თუ ვინმეს ანალიზის უნარი აქვს გავეჯიბრებოდი. აგერ მაქვს საერთაშორისო შეფასებები, საოცრებაა, ასეთი ნახტომები არავის არ აქვს რეიტინგების შეცვლის. გუნდის წევრებს ლომის წვლილი აქვთ, მე ჩემი წვლილი. ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. მახსენებდნენ მუდამ, რომ მე გავურბივარ პასუხისმგებლობას. წავედი და ვთქვი, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ვიზიარებ პასუხისმგებლობას. სიამოვნებით, თავიდან ბოლომდე ავიღებდი და რომელ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ეს პოლიტიკოსები, როგორ უნიჭოდ იქცევიან ახლა აღარ დავასახელებ რომელი პარტია და პოლიტიკოსი მყავს მხედველობაში. პირადადაც მქონია საუბრები ჩვენ თუ ასე გვიზავს კვირიკაშვილი პასუხისმგებლობაოო. რა გაქვს პასუხსაგები, სამაყოა, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ თქო“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თელავში,ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.