საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მოინახულა.
როგორც "ინფო9"-ს ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა პირადად ბრალდებულისგან მოისმინა საქმის დეტალები. გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შიმშილობას განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს გოდერძი თევზაძის საქმის შესწავლას და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს.