ბევრნაირი ბრალდება მომისმენია მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსინდისო და უსაფუძვლო ბრალდება იყო, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ fb live-ში სულხან მოლაშვილის წამებასთან მის კავშირში დადანაშაულებაზე.
,,არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა ამაზე. არასოდეს, არც მოლაშვილთან და არც ნებისმიერ სხვა პატიმართან არ მქონია არანაირი შეხებაც კი საუბრის სახით მაშინ, როცა ხელისუფლებაში ვიყავი. წამებაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. არ ვიცი, რატომ და როგორ მოხდა ამ ბინძური ტყუილის მოფიქრება, ვის მიერ და რანაირად მოხდა. არც ვიცი, როგორ უნდა გამოვიძიო ამ ტყუილის ანატომია. ეს გამორჩეულად ბინძური სიცრუეა, რომელიც საკუთარ თავზე გამიგია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.