კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები- შენგელაიები, ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია, - , - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა 2016 წლის არჩევნების შემდგომ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ქართულ ოცნებასთან კოალიაციაზე, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
“აი ის კატეგორია, ეს კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, აი ამათ დაღუპეს საქართველო, ამათ გაყიდეს საქართველო. ამათ მოიყვანეს მხედრიონიც, გვარდიაც, შევარდნაძეც, მიშას გვერდზე იყვნენ, ივანიშვილის გვერდზეც ესენი დადგნენ. ამათ შეჭამეს საქართველო. ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, რომ "არაფერი იმაზე საშიში არ არის ქვეყნისთვის, ვიდრე კოლონიური ინტელიგენცია". ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია“, - განაცხადა ნათელშვილმა.