ევექსის სასწავლო ცენტრი ევროპის საბჭოს კოორდინირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის და ექიმებისთვის პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ტრენინგებს ჩაატარებს.
ტრენინგის პირველი ეტაპი მიზნად ისახავს პენიტენციური სისტემის 16 ექიმის ტრენერებად მომზადებას. ექიმი ტრენერების ტრენინგი (ToT) ორ ჯგუფად ჩატარდება.
ტრენერთა ტრენინგი მოიცავს მაღალი დონის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, კომუნიკაციურ და გუნდთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. გადამზადების შედეგად შერჩეული ექიმები, როგორც თანატრენერის რანგში პენიტენციური სისტემის სხვა თანამშრომლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს.
ტრენინგის მეორე ეტაპი პენიტენციური სისტემის 48 თანამშრომლის გადამზადებას მოიცავს.
ტრენინგებს ევექსის სასწავლო ცენტრის უმაღლესი კატეგორიის ტრენერები ჩაატარებენ. სწავლება თბილისის დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩატარდება, სადაც მოწყობილია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულაჟ-ცენტრი და პრაქტიკული მეცადინეობის კაბინეტი.
პროექტის მიზანია პატიმრებისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება.