,,ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, შეისწავლოს ბოლო დღეებში ბათუმის მერიისა და სხვა მუნიციპალიტეტების მიერ მოსახლეობისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტები, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სხვადასხვა პროექტის წარმატებით დასრულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
ენმ-ის წარმომადგენლის, პეტრე ზამბახიძის შეფასებით, ეს არის წინასაარჩევნოდ ,,ქართული ოცნების“ ირიბი რეკლამა, რომელშიც ჩართული არიან მუნიციპალიტეტები, კამპანიისთვის კი თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება.
უწყებათაშორისი კომისიის პარალელურად, ,,ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, მიმართოს სასამართლოსაც. ბათუმის მერიაში განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.