ბათუმში ენერგოეფექტური გარე განათების პრეზენტაცია გაიმართა. გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე არსებულ სკვერებში წარმოდგენილი იყო ენერგოდამზოგავი გარე განათება, რომელიც „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) - სუფთა ენერგიის პროგრამის“ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ მერთა შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და ენერგეტიკის მდგრადი სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების შესრულება.
პროექტის პრეზენტაციას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერიის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ,,ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია-ს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.