ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არაფრის მოთხოვნის უფლება არ ექნებათ.
,,მე არაფერს ვითხოვ, ერთადერთი დღეა, რისი ვალდებულებაც გააჩნია ყველა მოქალაქეს, თუ არ მოხვალთ არჩევნებზე დღეს, გამოდის თქვენ არ იმსახურებთ არავითარ კრიტიკას და არავითარ მოთხოვნებს. არავითარი უფლება არ გექნებათ, მორალურად ვამბობ, მოთხოვნების და არ გექნებათ უფლება აკრიტიკოთ ის ხელისუფლება, რომლის არჩევაში თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ,“-აცხადებს ივანიშვილი.