"პატრიოტთა ალიანსის" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ნოზაძე ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ნოზაძის განცხადებით, არსებობს მოსყიდვის კონკრეტული ფაქტები და ამის შესახებ მან პროკურატურას უკვე მიმართა.
"ამომრჩევლის მოსყიდვა სისტემატიურად ხდება. ოქრუაშვილმა მოსახლეობაში ჯერ ლუდის დარიგება დაიწყო. ამის შემდეგ კი კონკრეტულ უბნებზე სურსათი დაარიგა. მოსახლეობამ დამიდასტურა, რომ ოქრუაშვილმა სურსათი მათ იმიტომ მიუტანა, რომ ამ უბნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, ოქრუაშვილის კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაული. ამის შესახებ მივმართე პროკურატურას და იმედია, რეაგირება იქნება მათი მხრიდან",-განაცხადა ნოზაძემ
ოქრუაშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ თემასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.