მთა ხელისუფლების პრიორიტეტია, - ამის სშესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ მთის პრობლემების მოსაგვარებლად, ხელისუფლებას მხარში დაიდგება, როგორც მოქალაქე.
,,ინფრასტრუქტურა პირველ რიგში მთაში უნდა აშენდეს, რომ მთას დაუბრუნდეს ხალხი. მთა უფრო უნიკალურია ჩვენი, ვიდრე ზღვა. ზღვას უჭირს კონკურენცია თურქეთთან, თუმცა ზღვაც მიიღებს იმდენ ტურისტრს, რაც შეიძლება საქართველომ დაიტიოს, მაგრამ გაცილებით მეტი პოტენციალია მთაში. რაჭა ულამაზესი კუთხეა. ვიღვაწებ როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვაროს გზების, გაზის , ელექტროფიცირების პრობლემა, რომელიც რამდენიმე სოფელშია დარჩენილი“,-განაცხადა ივანიშვილმა სტუდენტის შეკითხვის პასუხად.
ონის რაიონის მცხოვრები ჩქმერი- უზურთის გზის რეაბილიტაციით დაინტერესდა. მისი განცხადებით, ამ მონაკვეთს რაჭველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მიგრაციის შესაჩერებლად გზის რეაბილიტაცია აუცილებელია.