გიორგი კვირიკაშვილს ექნება უარესი ვითარებაში, თუ ,,ქართული ოცნება“ აღმოჩნდება უმრავლესობაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე..
„მესმის რაღაც ასეთი ამბები - კვირიკაშვილს თავი დაანებოს, კვირიკაშვილს რას ერჩის. მე ვერჩი კვირიკაშვილს? როდის და როგორ ვერჩი კვირიკაშვილს? მე იმას ვჩივივარ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და ექნება უარესი, თუ ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება პარლამენტში უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს საქართველოს სთავაზობს. ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება ეს ამბები, როგორ იკვრება ან ვერ იკვრება, რის გარშემო შეიძლება შეიკრას გუნდი, როგორ შეიძლება ეს იყოს მხარდამჭერი მთავრობის ამა თუ იმ მიმართულების და ასე შემდეგ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.