პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებაც არ უნდა წაერთვას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროპულ სახელმწიფოებში არსებობს კონსტიტუციური მოწყობის და მმართველობის სხვადასხვა ფორმა. ყველა მათგანი არის ლეგიტიმური და დემოკრატიული, თუმცა ეს საკითხი ზოგადად არის ფართო საზოგადოების გადასაწყვეტი და პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს ეს უფლებაც არ უნდა წაერთვას", - პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ხალხი კი არა პარლამენტი უნდა ირჩევდეს და ამ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილება უნდა განხორციელდეს.