15 სექტემბერს, საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. მისივე განმარტებით, სხდომის მდივანი აღნიშნული შეკრებისთვის კვლავ ირინე იმერლიშვილი იქნება.
ეკა მიშველაძის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხი თავდაცვის სამინისტროს რეფორმირება იქნება.
„უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას თავად გაცნობებთ. პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.