ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მკვიდრები ვალერი მეხრიშვილი და კახა მეზურნიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ.
დაკავებულის ახლობლების განცხადებით, მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და ისინი ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.
ამ დროისათვის, ორივე მათგანი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.