წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
“ეს არის მძიმე წარსული, რომლისგანაც საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთების კვალდაკვალ. იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” გავლენები და სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევები საბოლოოდ დასრულდება. პრეზიდენტის მხრიდან ნომინირებულ კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ. კანდიდატი,რომელიც პარლამენტისგან დასახელდება, კვალიფიციური და საზოგადოებისგან მაღალი ნდობით აღჭურვილი იქნება”, - განაცხადა კობახიძემ.