,,ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი არ გამესამართლებინა, - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა ,,რუსთავი 2“ - ის ეთერში განაცხადა.
,,მე ვამაყობ, რომ ქართული ოცნების სათავეებთან ვიდექი თქვენს გასაძევებლად საქართველოს ხელისუფლებიდან, თქვენი ძალადობრივი რეჟიმის დასამთავრებლად. მე ამით ვამაყობ, მაგრამ მე ძალიან მრცხვენია, რომ პარტია ,,ქართულმა ოცნებამ” არ მომცა იმის საშუალება, რომ პარლამენტში ეს პროცესი დამესრულებინა და თქვენი რეჟიმი გამესამართლებინა იმ საგამოძიებო კომისიით რომელსაც მე 3 წლის განმავლობაში ვითხოვდი, მაგრამ ,,ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო“ - განაცხადა ხიდაშელმა.