მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სია, რომელიც ცესკოში იქნა წარდგენილი, კარტრიჯის სიფერმკთალის გამო არ იკითხებოდა. ,,რუსთავი 2“ -თან საუბარში ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პარტია მზად იყო დოკუმენტი თუ ხარვეზად ჩაითვლებოდა ახალი ამოებეჭდათ, სადაც სია უფრო გარკვევით გამოჩნდებოდა.
ზურაბ ტყემელაძემ თავი შეიკავა აღნიშნული სიის თანმიმდევრობის გასაჯაროებისგან. ტყემალაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სიის პირველი ნომერი გოგი თოფაძეა.
მისივე თქმით, ცესკო-მ მათ მისცა დოკუმენტი სადაც აღნიშნულია, რომ მათ ჩააბარეს სია და ყველა საჭირო დოკუმენტი. ტყემელაძე ამბობს, რომ პარტია ცესკო-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და ასე შეეცდება საკუთარი სიმართლის დადასტურებას.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ”ედპ-ს” და ”მრეწველებისთვის” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია.
მისი თქმით, ამ პარტიებს დადგენილ ვადებში არ წარმოუდგენიათ პარტიული სია, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების კანონიერი საფუძველია.