პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს და არა ხალხი. მისი განმარტებით, საქართველო უფრო მეტად საპარლამენტო მოდელის ქვეყანაა, ვიდრე საპრეზიდენტოსი.
„ისეთი ფუნქციით, როგორც დღეს მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს, პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს და არა ხალხი. პირდაპირი წესით არჩევა მაშინ უნდა მოხდეს, როცა საპრეზიდენტო მმართველობაა. როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის და პირდაპირი წესით არჩევა ხდება, ეს სწორი არ არის და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასე არ ხდება“, - დასძინა ძიძიგურმა.
ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომ ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცლილებები განსახორციელებელია.