საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩის N14ბ-ს მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
კონსტრუქციის აშენების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მანამდე არსებულმა 4 მეტრის სიმაღლის აგურის კედელმა დეფორმაცია განიცადა. ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, გამგეობის დაკვეთით, მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამორტიზებული კედელი დაიშალა და სანაცვლოდ, ახალი, რკინა-ბეტონის დამჭერი კედლის მშენებლობა დაიგეგმა.
სამუშაოს კომპანია „რაპიდ ინჟინიერინგ & ქონსტრაქშენი“ ახორციელებს.