შავი ოქროს ფასმა მოიმატა. დღეს დილით მსოფლიო ბაზარზე ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ ბარელზე 47,31 დოლარი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელს 1 პროცენტით აღემატება. ნავთობის გაძვირება რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც მხარეები სანავთობო ბაზრის რეგულირებასა და ნავთობმოპოვების შემცირებაზე იზრუნებენ. რაც შეეხება ნავთობმოპოვების შემცირებას, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დღეისათვის ამის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნავთობის ფასმა მომენტალურად აიწია.