გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა.
ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილმა სტუმრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას მემორიალი გიორგი შხვაცაბაიამ შექმნა.