აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ აუქციონზე რობოტი ჰუმანოიდი გამოიტანა, რომელსაც ადრე სკაფანდრების შემოწმებისთვის იყენებდნენ. რობოტი Power Driven Articulated Dummy ალუმინის ფირფიტებისგანაა დამზადებული და ის დანიშნულებისამებრ 1963-1965 წლებში გამოიყენებოდა.
რობოტი 104 კგ-ს იწონის. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი რობოტი სულ ორია და აქედან ერთი NASA-ს მიერ დღესაც დანიშნულებისამებრ გამოიყენება.