საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესაძლოა კიდევ შევიდეს ცვლილებები. ინიციატივით ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე გამოდიან, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.
ახალ ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ექვს სექტემბერს განიხილავენ.
გედევან ფოფხაძე ინიციატივის განხორციელების აუცილებლობას განმარტავს.
„1 თვიანი ვადა იცვლება 3 თვიანი ვადით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე მოქმედი კანონმდებლობით იმისათვის, რომ შერჩეული ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან, მას ჰქონდა ერთი თვის ვადა ამისათვის, კანონის მიღების შემთხვევაში პროექტი ითვალისწინებს სამ თვემდე ამ ვადის გაზრდას. იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული კონსესუსია საჭირო პარლამენტში რომ 76 ხმა იყოს ერთ ადამიანზე ორიენტირებული და შეთანხმებული. შესაბამისად ერთი თვე შეიძლება ამ კონსულტაციებისთვის და შეთანხმებისთვის საკმარისი არ იყოს და ეს ვადა ხანგრძლივდება სამ თვემდე, თუ კანონი იქნება მიღებული,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ,,რუსთავი 2" -თან საუბარში.