ვალერი კვარაცხელია არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ის ,,ერთიანი კომუნისტური პარტიის“ პირველი ნომერი იქნება.
როგორც ცნობილია, ცესკო-მ გუშინ მისი პარტია "კვარაცხელია - საქართველო" რეგისტრაციიდან მოხსნა, ამის მიზეზად კი საჯარო რეესტრის მონაცემებში პოლიტიკური სუბიექტის ხელმძღვანელი პირის მონაცემების არარსებობა გახდა.
კვარაცხელიას მოსაზრებით, რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო მიღებული, ვინაიდან მისი პარტია პრორუსული ორიენტაციისაა.