საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად შემოუძღვა რუსეთის ჯარებს 2008 წელს.
მანამდე სამშვიდობოები იდგნენ, დღეს მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები.
“აბა, ის იყო კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან რუსული ჯარი რომ შემოიყვანა სააკაშვილმა. სწორედ ის შემოუძღვა რუსეთის ჯარებს პრაქტიკულად. ნახეთ დანიელ ფრიდის ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რომ მას არ უნდა დაექოქა ტექნიკა, არ უნდა გაეღრმავებინა პრობლემა. რუსეთის ქმედებას არ ვამართლებ, მაგრამ არ უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს სისულეეები. რომ არა მისი და "ნაციონალური მოძრაობის" სისულეეები, რუსეთი ვერ შემოვიდოდა და იმ სიტუაციას მაინც შევინარჩუნებდით, რაც არსებობდა მანამდე“,-განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.