ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ”ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერად არჩილ ხაბაძის კანდიდატურას მიესალმება. ტელეკომპანია GDS-ის ეთერში მან ასევე განაცხადა, რომარჩილ ხაბაძეს გუნდში ღირსეული ადგილი ექნება.
”სიაში იქნება. ჭორებიც დადის, რომ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იქნება. მე პირადად ამას მივესალმები, თუმცა ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არჩილ ხაბაძეს ექნება ღირსეული ადგილი გუნდში, რადგან ის არის ღირსეული ადამიანი”, - განაცხადა ივანიშვილმა.