ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ვაშაძე-კუბლაშვილი-ბურჭულაძე სააკაშვილმა გააერთიანა. ტელეკომპანია GDS-ის ეთერში მან ასევე განაცხადა, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ეს გაერთიანებაა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” სერიოზული კონკურენტი არ ყავს.
„ჩემდა გასაოცრად ძირითად კონტურებად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა, უშალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი რაც შექმან, სადაც არიან ვაშაძე, კუბლაშვილი და ასე შემდგომ, იქვე შევიდა ბურჭულაძე. მე ვფიქრობ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის, სადაც ძირითადი ძალები სააკაშვილმა გააერთიანა. ვაშაძე ძლიან კარგად ვიცით, ბურჭულაძე და მისი ძალებიც გაიხსენეთ, რა განცხადებებს აკეთებდა, მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ემთხვეოდა. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მთლიანად, რა განცხადებებს გააკეთებდა და დღესაც ნახეთ, გაერთიანება როგორი მოხდა. როდესაც მეკითხებოდნენ ბურჭულაძეზე, მუდმივად ვეუნებოდი, რომ არ იცრუოს და, როგორც იქნა გაიგო, მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. დღეს მე მგონი, აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო მართული, მათგან მოვიდა და იქაც მივიდა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.