ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის ეთერში დღეიდან ახალი გადაცემის რეგულარული სტუმარი იქნება.
ახალი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში, ივანიშვილი რეგიონულ მედიას შეხვდება.
გადაცემა ეთერში ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, 12:00 საათზე გავა. პირველი გადაცემა კი, დღეს, აჭარიდან იქნება.
გადაცემას „2030“-ის ეთერში მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე გაუძღვებიან.
გადაცემის ავტორების განცხადებით, მედიის გარდა, კითხვების დასმის საშუალება რიგით მოქალაქეებსაც მიეცემათ.