საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე არც ერთ ენერგეტიკულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ კახი კალაძემ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში განუცხადა.
ქართველი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ შეიძლება შეფერხდეს რომელიმე პროექტი, რუსეთ-ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული თანამშრომლობის გამო.
კალაძის თქმით, რუსეთ-ირანისა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამუშაოები პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„არანაირი საფრთხე ამ პროექტებს არ ემუქრება. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები და ზოგადად ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გეგმისა და გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. 2018-2019 წლიდან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები ამ პროექტიდან“, - განაცხადა კახი კალაძემ.
კახი კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას.
„ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ხაზი გაესვა ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ჩვენს მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც წლებია არის ქვეყნებს შორის. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და მეგობრული გახდება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.