ავიაკომპანია Air France-ს რეისი მალის დედაქალაქიდან საფრანგეთის დედაქალაქის მიმართულებით 48 საათით შეყოვნდა. აღნიშნულის მიზეზი კი თვითმფრინავის ბორტზე მღრნელის დაფიქსირება იყო.
ВВС წერს, რომ თვითმფრინავში თაგვი შეძვრა და მან პილოტის კაბინამდე შეაღწია. მას შემდეგ რაც ბორტზე თაგვი დაინახეს, ცხადია რეისიც გადაიდო. დაიწყო თაგვის დაჭერის „ოპერაცია“.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მფრინავს არ აქვს უფლება განახორციელოს საკუთარი უფლება-მოვალეობა თუ კი თვითმფრინავზე მღრნელი დაფიქსირდება. ასევე თვითმფრინავს მანამდე არ მისცემენ აფრენის უფლებას, ვიდრე არ მოხდება გაკონტროლება, ხომ არ მოხდა მღრნელის მიერ რომელიმე სადენის დაზიანება.
ვიდრე თვითმფრინავში თაგვს ეძებდნენ და ხომალდის უსაფრთხოებას ამოწმებდნენ, მგზავრები აეროპორტის მახლობლად, სასტუმროში გადაიყვანეს. ისინი რეისის შეყოვნებისთვის სათანადო კომპენსაციასაც მიიღებენ.