29 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი.
იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ელმარ მამედიაროვი პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მემორიალს.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხები.