24 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 117 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.400 პროცენტით, მაქსიმალური 6.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.511პროცენტით განისაზღვრა.