Nokia ბაზარს უბრუნდება - ეს რეალობაა. როგორც Nokiapoweruser.com Nokia China-ს პრეზიდენტზე მაიკლ ვანაზე დაყრდნობით წერს, რომ სმარტფონებისა და პლანშეტების ბაზარს ლეგენდარული ბრენდი - Nokia 2016 წლის მეოთხე კვარტალში აუცილებლად დაუბრუნდება.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ერთდროულად ბაზარზე რამდენიმე ვერსიის გამოტანაზე, რომლებიც Android 7 Nougat სისტემაზე იმუშავებენ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Nokia დაბრუნებას 2016 წლის მეოთხე კვარტალში ვერ მოასწრებს და ამიტომ მის გამოჩენას 2017 წლის პირველ კვარტალში უნდა ველოდოთ.