სტამბულში, ბოსფორზე მესამე ხიდის მშენებლობა დასრულდა და მისი ოფიციალური გახსნა 26 აგვისტოს იგეგმება. ხიდის მშენებლობა 27 თვეში დასრულდა, ეს იმ ფონზე როდესაც გეგმის თანახმად მშენებლობის დასრულება 36 თვეში უნდა დასრულებულიყო.
ხიდის მშენებლობა თურქეთის მთავრობას 4 მლრდ დოლარამდე დაუჯდა.
თავად ხიდის სიგრზე 1,4 კმ-ია და ის უკვე არსებული 2 ხიდის სამხდეთითაა განთავსებული და თურქეთის მეგაპოლისის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს.
ახალი ხიდი, იმ დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ითვალისწინებს.