თბილისი საქართელო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი თბილისში 29-30 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ფეროშო მომუშავე წამყვანი კომპანიები მიიღებენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა.
აზერბაიჯანის საბაჟო უწყების ინფორმაციით, საქართველო--აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 234,9 მლნ დოლარს შეადგენს,საიდანაც 220,56 მლნ დოლარი აზერბაიჯანიდან საქართველოში პროდუქციის ექსპორტზე მოდის.