ტაივანური პორტალის DigiTimes-ის ინფორმაციით, Apple-ის ტოპმოდელს - iPhone 7 Plus-ს 256 GB-იანი მეხსიერება ექნება. პორტალი წერს, რომ 16 GB-იანი მეხსიერება, რომელიც iPhone 6S-საც გაჩნია წარსულს ბარდება.
აღსანიშნავია, რომ iPhone 7-ის პრეზენტაცია 7 სექტემბერსაა დაგეგმილი და ამ დროისათვის ცნობილი არაა iPhone 7 ისევ 16 GB-იანი იქნება თუ მას უფრო მეტი მეხსიერება ექნება თუ არა.
DigiTimes-ის ცნობით, დიდი შიდა მეხსიერება მხოლოდ Plus მოდელს ექნება.