iPhone 8-ის შესახებ ჭორები უფრო ძლიერდება. ჯერ დღის შუქი iPhone 7-საც არ უხილავს, თუმცა უცხოურ მედიაში iPhone 8-ზე აქტიური საუბრები დაიწყო.
რესურსი DigiTimes-ი საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წელს iPhone-ს უკვე ჩაუმონტაჟდება პროცესორი A11.
ინსაიდერის ინფორმაციით, TSMC-მა მსგავსი პროცესორების მასიურ წარმოებაზე შეკვეთა უკვე მიიღო.
ცნობილი ხდება, რომ A11 წარმოებაზე მუშაობა 2017 წლის დასაწყისიდან დაიწყება, ხოლო გამოშვება 2017 წლის მეორე კვარტლიდან.
საგულისხმოა ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით ელეტროენერგიის 35%-ის დაზოგვა მოხდება.