აშშ-ს მასშტაბით ყველაზე მხცოვანი ჰიპერმარკეტი Target-ის ხელმძღვანელი ბრაიან კორნელი აცხადებს, რომ Apple-ის ბრენდულ მაღაზიებში, Apple Store-სა და სხვა სავაჭრო წერტილებში Apple-ის პროდუქციის გაყიდვები თითქმის 20 %-ით შემცირდა.
აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად კორნელი ზოგადად ელექტრონულ ტექნიკაზე შემცირებულ მოთხოვნითაც ასახელებს. მისი აზრით, აღნიშნულის მიზეზი არის ისიც, რომ მიმდინარე წელს „ჩაკბეჩილ ვაშლს“ ბაზრისათვის არაფერი განსაკუთრებული არ შეუთავაზებია.
Target-ის СЕО აცხადებს, რომ მომხმარებელიც თავის მხრივ 2016 წლის მეორე ნახევარს ელოდება, რადგანაც იცის, რომ სექტემბერში Apple რაღაც სიახლეს აუცილებლად წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია 7 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული.