ამსტერდამის „შიპოლის“ აეროპორტში გერმანელი დააკავეს, რომელსაც ჩემოდნით შხამიანი გველები და ხვლიკები გადაყავდა.
როგორც უცსოური მედია შესაბამის უწყებებზე დაყრდნობით წერს, მამაკაცი სამხრეთ აფრიკიდან მოდიოდა და მისი შემოწმებისას ინსპექტორებმა პლასტიკური კონტეინერი აღმოაჩინეს, რომელშიც 40 რეპტილია იყო მოთავსებული.
მამაკაცი ქვეწარმავლების რეალიზაციას გერმანიაში გეგმავდა. აღმოჩენილი გველებისა და ხვლიკების ღირებულება კი 30 ათასი ევროა.
დადგინდა, რომ რიგი ქვეწარმავლების რეალიზაციისთვის და ზოგადად ტრანსპორტირებისთვის საჭიროა სპეციალური სერთიფიკატი, რომელიც მამაკაცს არ აღმოაჩნდა. იმავდროულად მანდ დაარღვია ცხოველთან მოპყრობის წესებიც.