ლადო ბედუკაძის პარტია ცენტრისტები ცესკო-ში უკვე დარეგისტრირდა. არსამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი არჩევნების სარჩელი მოხსნილიყო ბედუკაძის პარია საარჩევნო რეგისტრაციიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ამ თემაზე დღეს კურიერიმა კომენტარი სთხოვა თავდაცვის მინისტრს. ლევან იზორია სამართლებრივ პროცესებზე საუბრობს.
"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ თქვენგან მესმის პირველად. თუ საქმე სასამართლოშია სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. მას აქვს სამართლებრივი შესაძლებლობა პროცესი გააგრძელოს და შესაბამისად დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი,"- აცხადებს იზორია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პარტია ცენტრისტების პრორუსული უფასო საარჩევნო კლიპი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა.