საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდიში იყრის. პირველ შეხვედრას მოსახლეობასთან 18 აგვისტოს გამართავს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იქნებოდა. მაშნ რულოვსმა განაცხადა, რომ ის ბუნებით უფრო რეჟისორია, ვიდრე მსახიობი.
“ მინდა, ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს”, - ამბობს რულოვსი.